აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ამერიკისთვის სიტუაცია კარგად არ გამოიყურება.
„ვიცი, რომ ახლა სიტუაცია კარგად არ გამოიყურება ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპაში დიდი ომი, ყველაზე მაღალი ინფლაცია, ისტორიაში საფონდო ბირჟების ყველაზე ცუდი 6-თვიანი სტარტი, ენერგორესურსებზე ყველაზე მაღალი ფასები, რაც კი ოდესმე ყოფილა. გილოცავთ 4 ივლისს [დამოუკიდებლობის დღე]! არ ინერვიულოთ, ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით და გახსოვდეთ, ეს საშინელი მოვლენები არ მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.