logo_geo
eng_logo
მედეა ჯანიაშვილი: წყალტუბო აუცილებლად შეძლებს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც თავისთავად აისახება შემოსავლებში, რაც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი
- +

5 ივლისი. 2022. 23:48

 

 

„სამედიცინო, სამკურნალო ტურიზმი ერთ-ერთი ისეთი ტურისტული პროდუქტია, რომლითაც მსოფლიო ინტერესდება“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წყალტუბოში, დაგეგმილ საინვესტიციო პროექტთან – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ დაკავშირებით.

 

როგორც ჯანიაშვილი განმარტავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია სრულად იქნეს ათვისებული ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ამ მხრივ წყალტუბოს უნიკალური შესაძლებლობების ათვისებას დიდი ყურადღება დაეთმობა. რადგანაც კურორტი კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას შეძლებს.

„ჩვენი მიზანია სრულად გამოვიყენოთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ყველაზე კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების განვითარებას ხელი შევუწყოთ. სამედიცინო, სამკურნალო ტურიზმი ერთ-ერთი ასეთი ტურისტული პროდუქტია, რომლითაც მსოფლიო ინტერესდება, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოს უნიკალური შესაძლებლობები სრულად იქნას ათვისებული. ეს კურორტი თავისი უნიკალური მდებარეობიდან, ბუნებრივი, სამკურნალო რესურსებიდან გამომდინარე განვითარების შემთხვევაში აუცილებლად შეძლებს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც თავისთავად აისახება შემოსავლებში და ეს ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner