ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. როგორც ცნობილია, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.