logo_geo
eng_logo
უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა პირობები დაასახელა
- +

6 ივლისი. 2022. 01:16

 

 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ის პირობები დაასახელა, რომლითაც უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია.

 

„ძალიან გვსურს, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ამისათვის გარკვეული ფაქტორები უნდა არსებობდეს. თუ იქნება იარაღის საჭირო რაოდენობა და ხარისხი, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვაძლევენ, თუ ლენდ-ლიზი და სხვა შესაძლებლობები გაიხსნება ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, მაშინ ამ ამოცანის შესრულება შეიძლება. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ გვესმის, რომ ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

 

დანილოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში გამარჯვება 2013 წლის მდგომარეობით უკრაინის სახელმწიფო საზღვრებზე გასვლა იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner