logo_geo
eng_logo
მიშელ ბაჩელეტი: უაზრო ომის ყველა მსხვერპლის სახელით უნდა შეწყდეს მკვლელობები
- +

6 ივლისი. 2022. 01:53

 

 

 

 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა უკრაინაში რუსეთის „უაზრო ომი" დაგმო და მოითხოვა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის "აუტანელი" ტანჯვა.

 

„საომარი მოქმედებების მეხუთე თვეში შევდივართ, უკრაინაში კონფლიქტის აუტანელი დანაკარგი მატულობს. ამ უაზრო ომის ყველა მსხვერპლის სახელით უნდა შეწყდეს მკვლელობები, წამება, თვითნებური დაკავება“, - განაცხადა ბაჩელეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოსვლისას.

 

გაეროს უმაღლესმა კომისარმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა, რომელიც 24 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

"სამოქალაქო მსხვერპლის დიდი რაოდენობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ნგრევის სიდიდე მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნა ბაჩელეტმა.

 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმები არ შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

 

ბაჩელეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ გაცილებით დაბალი მასშტაბის მიუხედავად, ასევე ჩანს, რომ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინელი სამხედროები სრულად არ დაემორჩილნენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner