logo_geo
eng_logo
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- +

6 ივლისი. 2022. 10:04

 

6 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +33, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ფოთში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიან დღეს ვარაუდობენ, დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

 

მესტიაშიც უნალექო დღეა. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი. ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.

 

უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +30, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, სადაც დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

 

გორში უნალექო დღე იქნება, +33 გრადუსია დღისით, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი.

 

გამოიდარებს გუდაურშიც. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +18, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ლაგოდეხშიც მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

 

უნალექო დღე იქნება გურჯაანშიც, სადაც დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით აქ +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

 

რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თბილისში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner