„იმისთვის, რომ არ გაიხსნას ახალი სივრცე სპეკულაციებისთვის, შეიძლება, პირდაპირ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი ოლიგარქების შესახებ, როგორც პროექტი და მერე თითოეულ პუნქტს დასჭირდება მსჯელობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„ესეც რომ არ იყოს, არსებობს ოლიგარქის ობიექტური დეფინიცია, რაც ასახულია უკრაინულ კანონში. მარტივად რომ ვთქვათ, ეს რას გულისხმობს, ოლიგარქი არის მდიდარი ადამიანი, რომელსაც დადასტურებული გავლენა აქვს პოლიტიკაზე და მედიაზე. უკრაინის შემთხვევაში მას 80 თუ 85 მილიონ დოლარზე მეტი უნდა ჰქონდეს აქტივები. უკრაინის შემთხვევაში არის ინსტიტუცია, რომელიც ამას ადასტურებს და საქართველოს შემთხვევაშიც ეს ვიღაცამ უნდა დაადასტუროს, ანუ გარკვეულმა საჯარო ინსტიტუციამ“, – განაცხადა კობახიძემ.