logo_geo
eng_logo
გაერო-ს უმაღლესი კომისარი: როგორც რუსეთი, ისე უკრაინა ომის დროს არღვევენ ადამიანის უფლებებს და იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“
- +

6 ივლისი. 2022. 12:42

„გაერო-ს მონაცემებით, როგორც რუსეთი, ისე უკრაინა ომის დროს არღვევენ ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები ათავსებენ სამხედრო ობიექტებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მახლობლად და იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, აგრეთვე ფიქსირდება სამხედრო ტყვეებთან სასტიკი მოპყრობის და წამების ფაქტები, დამნაშავეები კი პასუხს ამაზე არ აგებენ. ბაჩელეტის განცხადებით, გაუპატიურებები და სექსუალური ძალადობის შემთხვევები ფიქსირდება როგორც რუსეთის, ისე უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე.

 

„არსებობს სერიოზული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ რუსი სამხედროების ქმედებები შეუთავსებელია საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან. დიდი ალბათობით, იგივე ეხება უკრაინელი სამხედროების ქმედებებს ქვეყნის აღმოსავლეთში, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბით“, - განაცხადა ბაჩელეტმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner