საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა ი.ჩ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-ზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა თავის არეში მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, გარდაიცვალა.
პროკურატურამ პატიმარს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.