logo_geo
eng_logo
რა უნდა გავითვალისწინოთ ბირჟის არჩევისას: ტოპ 3 რჩევა WhiteBIT-ისგან
- +

6 ივლისი. 2022. 13:29

 

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიპტოვალუტის ბირჟების რაოდენობა და საერთო ინტერესი კრიპტოვალუტა საქართველოში. ყოველდღიურად ჩნდება  ახალი ვებსაიტები ციფრული აქტივების მართვისათვის. როგორ ავირჩიოთ სათანადო კრიპტო ბირჟა ასეთი მრავალფეროვანი არჩევანის პირობებში?

 

 

ეს არის საკითხი, რომელსაც ამ სტატიაში განვიხილავთ. სტატიის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რა ასპექტებს უნდა მიაქციოთ ყურადღება ბირჟის არჩევისას : სად და როგორ უნდა შეიძინოთ კრიპტოვალუტა, რათა ის თაღლითების ხელში არ აღმოჩნდეს.

 

ჩვენ დავიწყებთ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტით, უსაფრთხოებით და გადავალთ სხვა ასპექტებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია.

 

1. უსაფრთხოება

ეს ტერმინი ეხება ინსტრუმენტების ერთობლიობას, რომელსაც იყენებს ბირჟა მომხმარებლების მონაცემებისა და აქტივების დასაცავად. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბირჟები დაინტერესებულნი არიან უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველყოფით, რადგან ეს ხელს უწყობს არსებული ტრეიდერების თვალში მათი რეპუტაციის შენარჩუნებას და ახალი მომხმარებლის  მოზიდვას. სწორედ ამიტომ, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რა დაცვის მეთოდები გამოიყენება.

 

როგორც წესი, კრიპტო ბირჟები ფუნქციონირებს AML/CFT პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც მოითხოვს ტრანზაქციების მონიტორინგს მომხმარებლების ფინანსური აქტივობის ბუნების გასაგებად. ეს პოლიტიკა ბირჟებს საშუალებას აძლევს დაიცვას საკუთარი თავი საეჭვო ტრანზაქციებსა და მომხმარებელთა გადინებისაგან.

 

AML/CFT პოლიტიკა ასევე მოიცავს კრიპტოვალუტის გადაცვლის KYC პროცედურას, ანუ მომხმარებლის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩათვლით, თავად მომხმარებლის მიერ. საჭირო მონაცემების ერთობლიობა შეიძლება განსხვავდებოდეს პლატფორმის მიხედვით. მომხმარებელმა უნდა გაიაროს KYC ფუნქციონალებზე სრულად წვდომისთვის და არ ინერვიულოს რაიმე საეჭვო აქტივობაში ჩართვის შესახებ.

 

დაცვის დამატებითი ზომაა 2FA. როგორც წესი, ეს არის კოდი ან ბიომეტრიული მონაცემები, როგორიცაა თითის ანაბეჭდი ან სახის სკანირება, რომელიც ეხმარება მომხმარებლის იდენტიფიცირებაში მაშინაც კი, თუ მისი პაროლი გატეხილია.

 

გარდა ამისა, კრიპტო ბირჟები აზღვევს აქტივებს, ინახავს მათ ცივ საფულეებში და იყენებს დაცვის სხვა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა, მაგალითად  რისკის შეფასება, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შესაბამისად.

 

რას წარმოადგენს ყველაზე უსაფრთხო კრიპტოვალუტის ბირჟა? ამ კითხვაზე სწორი პასუხი არ არსებობს, რადგან ეს გადაწყვეტილება თქვენზე და თქვენს სავაჭრო გამოცდილებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ყველა ძირითადი პლატფორმა ცდილობს უზრუნველყოს თავისი მომხმარებლების დაცვის უმაღლესი დონე.

 

2. მხარდაჭერა

მხარდაჭერის გუნდი ეხმარება მომხმარებლებს გადაჭრას კრიპტოვალუტის ბირჟის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა. ხშირად მომხმარებლები აგრძელებენ ვაჭრობას კონკრეტულ პლატფორმაზე, რადგან მათი პრობლემები სწრაფად წყდება. თქვენ დარეგისტრირებამდე შეგიძლიათ შეამოწმოთ რამდენად კარგად მუშაობს მხარდაჭერის სერვისი. დაუსვით მხარდაჭერის სპეციალისტებს რამდენიმე შეკითხვა ონლაინ ჩატის საშუალებით და შეამოწმეთ რამდენად სწრაფად და გასაგებად პასუხობენ ისინი.

 

3. საკომისიოები

ტრეიდერი იხდის გარკვეულ საკომისიოს ყოველ ჯერზე ტრანზაქციის განხორციელებისას (ძირითადად, ეს არის ტრანზაქციის პროცენტი). საკომისიო შეიძლება იყოს განსხვავებული თითოეული სავაჭრო წყვილისთვის, ან პირიქით, ერთი და იგივე იყოს ყველა წყვილისთვის, დეპოზიტების განთავსებისთვის და გატანისთვის. თუ ვაჭრობთ დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტებით, ძვირი დაგიჯდებათ მაღალი საკომისიოების გადახდა.

 

ნებისმიერ კრიპტოვალუტის ბირჟას აქვს საკომისიო. ზოგჯერ, დეპოზიტები ან ვაჭრობა ზოგიერთი კრიპტო წყვილისთვის შეიძლება იყოს უფასო, თუმცა ეს ჩვეულებრივ, ასე არ ხდება.

 

4. დეპოზიტის განთავსების და განაღდების მეთოდები

შედარებით მცირე პლატფორმებიც კი იძლევა დეპოზიტების განთავსების შესაძლებლობას რამდენიმე გზით. ჩვეულებრივ, ეს მოიცავს საბანკო ბარათებს, გადახდის სერვისებს და ა.შ. თითოეული კრიპტოვალუტისთვის, ბალანსის შევსების მეთოდი შეიძლება განსხვავდებოდეს. თქვენ უნდა გაიგოთ, როგორ შეავსოთ თქვენი ბალანსი დარეგისტრირებამდე. ეს საშუალებას მოგცემთ დარწმუნდეთ, რომ იყენებთ ბირჟას კომფორტულ პირობებში.

 

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მსხვილი გადახდის სისტემები არ თანამშრომლობენ თაღლითებთან, ამიტომ მათი პარტნიორობა კრიპტო ბირჟასთან მიანიშნებს, რომ ეს კონკრეტული საიტი სანდოა.

 

 

იგივე ეხება განაღდებასაც. იფიქრეთ იმაზე, იქნება თუ არა თქვენთვის მოსახერხებელი მესამე მხარის გადახდის სერვისის გამოყენება თუ პირდაპირ გადარიცხვა თქვენს საკრედიტო ბარათზე. წაიკითხეთ განაღდების პირობები. მაგალითად, WhiteBIT-ის მომხმარებლებს KYC-ის გარეშე არ აქვთ უფლება დღეში 2 ბიტკოინზე მეტი გაანაღდონ. ასევე დაუშვებელია ფიატის ვალუტებთან მუშაობა პირადობის ვერიფიცირების გავლის გარეშე.

 

სხვათა შორის, ბალანსის შევსების შესაძლებლობა  ფიატის ვალუტით ან მისით ვაჭრობა კიდევ ერთი მაჩვენებელია  ბირჟის ფართო შესაძლებლობებისა. სახელმწიფო ვალუტის უქონლობის შემთხვევაში, თქვენ ვერ შეძლებთ შუამავლის დახმარების გარეშე თქვენი კრიპტოს ფიატში გაცვლას და პირდაპირ თქვენს საბანკო ბარათზე გადატანას.

 

5. ჩამოთვლილი აქტივების რაოდენობა

 

ზოგიერთი მომხმარებელი ფიქრობს, რომ თუ გადარიცხავთ  ასობით აქტივს, მოგების მიღება უფრო ადვილი იქნება. ეს ასე არ მუშაობს. თუმცა, აქტივების დიდი არჩევანი იძლევა უფრო დივერსიფიცირებული შემოსავლის მიღების საშუალებას. პირველ რიგში, თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება იმ სავაჭრო წყვილებზე, რომლებითაც გსურთ ან გაქვთ დაგეგმილი ვაჭრობა.

 

ზოგიერთი პროვაიდერი ყურადღებას აქცევს მხოლოდ ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტებს და არც ისე ხშირად ათავსებს  ლისტინგში ახალ აქტივებს. მაგრამ ასევე არის ვებ-საიტები აქტივების უზარმაზარი არჩევანით, სადაც ტრეიდერებს შეუძლიათ სცადონ ვაჭრობა იმ კრიპტოვალუტებით, რომელთა შესახებ ადრე არ იცოდნენ.

 

თუ ბირჟა ბევრ აქტივს გვთავაზობს, მაგრამ ცოტა მომხმარებელი ჰყავს, შეიძლება ვერ შეასრულოთ კრიპტოს-კრიპტოზე გაცვლა, რადგან არ იქნება საკმარისი ლიკვიდობა.

 

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები საიმედო კრიპტო ბირჟის პლატფორმის არჩევისას. ჩვენ ვიცით, რომ პირველივე მცდელობისას შემთხვევაში შესაძლოა  რთული იყოს შესაბამისი ვებსაიტის პოვნა. გარდა ამისა, ზოგჯერ ძნელია მოიძიოთ ყველა ინფორმაცია გაცვლის შესახებ.

 

გახსოვდეთ,  რომ ყურადღებით შეამოწმეთ კრიპტოვალუტის ბირჟის უსაფრთხოების რა ზომებთან ან საკომისიოებთან მოგიწევთ გამკლავება კრიპტოვალუტის გაცვლის დროს , მაგრამ არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ თქვენი საკუთარი გამოცდილებაც გასათვალისწინებელია, თუკი ასეთი გაგაჩნიათ.

 

ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები დაგეხმარებათ იპოვოთ შესანიშნავი კრიპტო ბირჟა დიდი შესაძლებლობებით, დაბალი საკომისიოებით და მრავალი სავაჭრო ინსტრუმენტებით. წარმატებულ ძიებას გისურვებთ!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner