სამედიცინო დაწესებულება ალექსი პეტრიაშვილმა რამდენიმე ქირურგიული ოპერაციისა და 12-დღიანი მკურნალობის შემდეგ დატოვა.
თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა პირველი საჯარო განცხადებაც მომხდართან დაკავშირებით საავადმყოფოს ეზოში გააკეთა.
პეტრიაშვილმა მასზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილთან ნაცნობობა უარყო. მისი განცხადებით, არ იცის არც მოტივი, რის გამოც ბრალდებულმა ანგარიშსწორება გადაწყვიტა. თუმცა, დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და საქმეს შემკვეთიც ჰყავს.
დაზარელებული ორ თავდამსხმელზე საუბრობს. დღეს სასამართლოში კი ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი მასთან ერთად სხვა პირის ყოფნას უარყოფს.
მექვაბიშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს. თუმცა, პროკურორი აცხადებს, რომ ამ უფლებით სარგებლობამდე დაკავებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა და გამოძიების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.