logo_geo
eng_logo
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ერთგვარი ანტიდეპრესანტული აბი
- +

6 ივლისი. 2022. 13:33

 

 

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ერთგვარი ანტიდეპრესანტული აბი. ამის შესახებ მან France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

ედი რამას თქმით, ალბანეთს აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2014 წლიდან, თუმცა „მიზეზი არ არის ის, რომ ალბანეთმა მიაღწია ნელ პროგრესს ევროკავშირისკენ, არამედ ის, რომ ევროკავშირმა ძალიან შეანელა საკუთარი მომავლისკენ სვლა“.

 

ალბანეთის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ის იმედგაცრუებულია ევროკავშირის მიერ „ალბანეთისთვის და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობის გამო“.

 

https://www.france24.com/en/tv-shows/talking-europe/20220624-eu-candidate-status-is-a-kind-of-anti-depressant-pill-albanian-pm-edi-rama?fbclid=IwAR0MOy8ignFT_T60NZL4O0jNhSSOX0rC9zQgtlJQNwxuxY3l3IccX5KhLZY 

right_banner right_banner
არქივი
right_banner