logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძის თქმით, არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში კორონავირუსის „ცუნამის“ მსგავსი ახალი ტალღა დაფიქსირდეს
- +

6 ივლისი. 2022. 13:38

 

ივანე ჩხაიძის თქმით, არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში კორონავირუსის „ცუნამის“ მსგავსი ახალი ტალღა დაფიქსირდეს. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, შემთხვევათა მატების კვალდაკვალ აუცილებლად მოიმატებს საავადმყოფოში მიმართვიანობაც.

 

„შემოდგომაზე პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. კონკრეტული თვეც არის დასახელებული - ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ამ მოლოდინის სიმძაფრეს ასახავს, რომ შემოდგომაზე მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა, „ცუნამის“ მსგავსი. ეს ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ რეალურ მოლოდინს ასახავს.

 

ჩვენ ველოდებით, რომ შემოდგომაზე შემთხვევების მატება იქნება. რამდენად სერიოზული, თქმა რთულია, მაგრამ ბევრი ფაქტია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში, „ომიკრონის“ ახალი მუტაციები მეოთხე და მეხუთე, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად არის გადამდები და მათ წინააღმდეგ დაცვითი ძალა ადრე გადატანილ კორონავირუსს არ აქვს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner