ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 182-ე და 183-ე კილომეტრზე, კერძოდ კალა-უშგულის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე - „დევის ნაშენის“ მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა. ამ დროისთვის, მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის 23-ე ზონის ტექნიკური ზედამხედველის, თენგო უმფრიანის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.