logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მშვიდობა ქვეყანაში არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხის ინტერესები იყოს პირველ ადგილზე
- +

6 ივლისი. 2022. 14:34

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხის ინტერესები და ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული.

 

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80-85% უჭერს მხარს, ყველას გვინდა, რომ ვიყოთ ცოცხლები, იყოს მშვიდობიანი, ძლიერი ქვეყანა და გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი და ევროპა ჰქვია და არა განადგურებული, დაბეჩავებული, დანგრეული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ომს, რადგან ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner