დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხის ინტერესები და ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80-85% უჭერს მხარს, ყველას გვინდა, რომ ვიყოთ ცოცხლები, იყოს მშვიდობიანი, ძლიერი ქვეყანა და გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი და ევროპა ჰქვია და არა განადგურებული, დაბეჩავებული, დანგრეული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ომს, რადგან ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.