„დღეს, ძალიან რთულ გარემოში გვიწევს მუშაობა. „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ქმედებებით ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში იყოს ქაოსი, ომი და არეულობა. ამ პარტიის ოზურგეთის წარმომადგენლები კი საკრებულოს ყველა სხდომაზე ცდილობენ ხელი შეუშალონ კონსტრუქციულ მუშაობას, შეაფერხონ საკრებულოს საქმიანობა, მუნიციპალიტეტის წინსვლა და განვითარება. თუმცა ეს არ გამოგივათ!
ჩვენ გუნდის ერთი მიზანი გვაქვს, საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, შევასრულოთ პირობები და გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამას ადასტურებს ფაქტები, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ჩვენმა გუნდმა მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ვიზა-ლიბერალიზაციას და ჩვენი გუნდის ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ საქართველოს ურყევი ნებაა ევროპული მომავალი. მეორე მხარეს კი დგას ანტიევროპული, პრორუსული ძალა ნაციონალური მოძრაობა, რომლის ქვეყანის მართვის გამოცდილება არის დაფუძნებული ძალადობაზე. მათი ხელისუფლების პირობებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დარღვეული, რაც არის თავისუფლება, სიცოცხლის უფლება.
ყველას კარგად ახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობამ“ 2011 წელს მხარი დაუჭირა ოკუპანტი რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი ოკუპანტ რუსეთთან.
რუსეთთან ომის შემდეგ მათ შემოიღეს უვიზო მიმოსვლა ოკუპანტთან. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას ეკისრებათ, რომლებიც ევროკავშირის დროშას ამოფარებული აკეთებენ რუსეთის საქმეს“, - ამის შესახებ განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მარიკა ჩხიკვიშვილმა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
საკრებულოს წევრის თქმით ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ისინი არიან ქვეყნის მტრები, რომელთაა მიზანია, ქვეყანა ჩაითრიონ ომში.
„აგონიაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ სახე არის მეგის ქარდავა ,რომელიც სისხლიან რეჟიმს წარმოადგენდა და დღეს ეგ აპელირებს ძალადობაზე, ეს მისგან ქართველი ხალხის დაცინვაა! ქარდავას კისერზეა ძალიან მძიმე სისხლის სამართლის საქმეები , კერძოდ: მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ,მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე) ,მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე, მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა რომელიც ეკლესიებს ანგრევდა. დაანგრიეს გლდანის და ხელვაჩაურის ეკლესია. მათ არ აქვთ მორალური უფლება ისაუბრონ ეკლესიაზე. ისინი წარმოადგენენ ბოროტ ძალას, რომლებიც პატიმრებს აწამებდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ, მოსახლეობას არბევდნენ, ბიზნესს ართმევდნენ და ადამიანებს ხმის ამოღების უფლებას არ აძლევდნენ, ტოტალური შიშის ქვეშ ამყოფებდნენ მოსახლეობას. დიახ, ისინი წარმოადგენენ ზონდერების პარტიას და ტყუილად ცდილობენ ეს იარლიყი სხვას მიაბან, ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას. დიახ თქვენ, პარტია ნაციონალური მოძრაობა ხართ მილევად რეჟიმში. ამიტომაც მსგავსი დესტრუქციული მეთოდებით ცდილობთ ისევ აქტუალურები დარჩეთ. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს აკეთებს, თქვენ მოსახლეობამ არჩევების გზით გითხრათ უარი და შეეუგეთ ამ რეალობას“, - განაცხადა მარიკა ჩხიკვიშვილმა.