logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: თემატური მოკვლევა საინტერესო პროცესია, რომელიც ჩართულობას, საჯარო განხილვებს და სხვადასხვა მოსაზრების მოსმენას გულისხმობს
- +

6 ივლისი. 2022. 15:08

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში იმყოფება.


პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ხერთვისის ციხეზე გამართულ პრეზენტაციაში, რომელიც პარლამენტის კულტურის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე საფორტიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაცია და ფუნქციური რევიტალიზაციასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში გამართა.


„ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენთვის იყო ყოველთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი და ჩვენ, ჩვენი ბავშვობიდან ამ ძეგლების ისტორიით, მათი მონახულებით გავიზარდეთ. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ძეგლებს ჰქონდეთ ის ფუნქცია, რომელიც უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს, მიიყვანს თავისთან და ადამიანს ექნება სურვილი, რომ არა მხოლოდ წიგნებში ამოიკითხოს ამა თუ იმ ციხესიმაგრის ისტორია, არამედ თვითონ მოინახულოს და იყოს რაღაცის ნაწილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თემატური მოკვლევა საინტერესო პროცესია, რომელიც ჩართულობას, საჯარო განხილვებს, სხვადასხვა მოსაზრების მოსმენას გულისხმობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner