logo_geo
eng_logo
„ფეხი მაქვს ნაღრძობი და კოჭი ატკეჩილი“- ხათუნა ლაგაზიძე ბრიფინგზე არ დასწრების მიზეზებს განმარტავს
- +

18 აგვისტო. 2016. 22:53


პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი ხათუნა ლაგაზიძე მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" და სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ გამართულ ბრიფინგზე მისი არ დასწრების მიზეზებს სოციალურ ქსელში განმარტავს.


„ხალხო, აქა ვარ, ცოცხალი ვარ და პარტიაში ვარ.

 ფეხი მაქვს ნაღრძობი და კოჭი ატკეჩილი, დღეს ნახევარმა ჟურნალისტურმა სამყარომ მნახა ოფისში."- წერს ლაგაზიძე.



დღეს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის", „გირჩი", „ახალი მემარჯვენეები" და „ახალი საქართველო" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა. ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ბრიფინგი გამართეს და ჟურნალისტებს საკუთარი სამომავლო თუ პოლიტიკური გეგმები გააცნეს.


ბრიფინგს არ ესწრებოდა მერაბ მეტრეველი და ხათუნა ლაგაზიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner