logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე ოჰაიოს შტატში მომხდარ ინციდენტზე: პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ან სამსახურებრივი გადაცდომა არც ამერიკისთვის და არც ევროპული სახელმწიფოებისთვის არ არის „უცხო“
- +

6 ივლისი. 2022. 18:08

 

 

„ყველას გვახსოვს 2020 წელს „ჯორჯ ფლოიდის საქმე“, ახლა ჯეილანდ უოკერის გახმაურებულმა მკვლელობამ გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და მღელვარება. პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ან სამსახურებრივი გადაცდომა არც ამერიკისთვის და არც ევროპული სახელმწიფოებისთვის არ არის „უცხო“ და ასეთი ფაქტები უამრავია, მაგრამ არც მოსახლეობის და მით უფრო პოლიტიკოსების მხრიდან ამას არ მოყვება ხოლმე პოლიტიკური სპეკულაციები, აქციები, გამოსვლები, კონკრეტული თანამდებობის პირების, მინისტრების ან/და მთავრობის გადაყენების მოთხოვნა“, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაიოს შტატის სამიტის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის შუალედურ განცხადებას, რომლის თანახმად ოჰაიოს შტატში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზად პოლიციელთა მხრიდან 60 ტყვიის სროლა დასახელდა.

 

„ყველას გვახსოვს 2020 წელს „ჯორჯ ფლოიდის საქმე“, ახლა ჯეილანდ უოკერის გახმაურებულმა მკვლელობამ გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და მღელვარება. პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ან სამსახურებრივი გადაცდომა არც ამერიკისთვის და არც ევროპული სახელმწიფოებისთვის არ არის „უცხო“ და ასეთი ფაქტები უამრავია, მაგრამ არც მოსახლეობის და მით უფრო პოლიტიკოსების მხრიდან ამას არ მოჰყვება ხოლმე პოლიტიკური სპეკულაციები, აქციები, გამოსვლები, კონკრეტული თანამდებობის პირების, მინისტრების ან/და მთავრობის გადაყენების მოთხოვნა. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოთხოვნა არის კონკრეტული დამნაშავეების დასჯა და პრევენციის მექანიზმების გაძლიერება. სამწუხაროა, რომ საქართველოში მომხდარი სხვადასხვა კონკრეტული შემთხვევები(მეტროში არასრულწლოვანის ცემა), რომელზეც დროულად და ეფექტიანად რეაგირებს ხელისუფლება მუდმივად ხდება სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი და რეალური პრობლემა, მისი მოგვარების გზები თუ შემდგომი პრევენცია არავის ადარდებს“, - წერს ბოჟაძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner