logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს თითოეულმა პოლიტიკურმა აქტორმა
- +

6 ივლისი. 2022. 18:36

 

 

„ცხადია, მთავარი პასუხისმგებლობა აქვს მმართველ გუნდს, მაგრამ, თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს თითოეულმა პოლიტიკურმა აქტორმა. თუ ამის გააზრება ვერ მოხდა, ეს ვერ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი, კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, მაგრამ ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ასეთი უპასუხისმგებლო სუბიექტებისთვის, რომ გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„მთავარი სიგნალები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკვე გაკეთდა, ვინაიდან რადიკალური ოპოზიციის ამჟამინდელ პოზიციას, რომ ისინი უარს ამბობენ, გეგმაში რაიმე სახის მონაწილეობაზე, უწოდეს შეცდომა. როდესაც მათ ამაზე უარი თქვეს, პირდაპირ შეაფასეს შეცდომად ევროპარლამენტარებმა. მათ შორის იმ ევროპარლამენტარებმა, ვინც იმ რეზოლუციის მიღების დროს პირიქით, ფაქტობრივად, სამართლიანობის პრინციპისგან შორს მყოფ ტექსტს უჭერდნენ მხარს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner