logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: თუ „ნაცმოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია სწორ დასკვნებს გამოიტანენ და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან პროცესებში, ეს ცუდი არ იქნება, პირველ რიგში მათთვის
- +

6 ივლისი. 2022. 18:36

 

 

რატი იონათამიშვილის თქმით, თუ რადიკალური ოპოზიცია კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს, მმართველი ამას მესალმება და დადებითად შეაფასებს. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა საზოგადოება მოატყუეს.

 

„მათ ჩვენი საზოგადოების მოტყუება იკადრეს. ტყუილი იყო, როდესაც საუბრობდნენ, რომ თითქოს ეს იყო აპოლიტიკური აქცია, როდესაც მისი შინაარსი თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იყო; როცა ამბობდნენ, რომ ეს იყო ევროპული აქცია, როდესაც შინაარსით მთლიანად არაევროპული იყო მისი მიზნები; როცა ამბობდნენ, რომ სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ წინა პლანზე, როდესაც ამ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებში ჩვენმა საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იხილა. ფაქტობრივად, ისინი ნაცარს აყრიდნენ თვალში საზოგადოებას, მაგრამ საზოგადოებამ, ცხადია, ეს ტყუილი არ მიიღო. ფაქტია, რომ დღეს არიან სასოწარკვეთაში და ძალიან დაბნეულები, მაგრამ თუ საბოლოოდ გამოიტანენ სწორ დასკვნებს და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან პროცესებში და საქმიან პასუხისმგებლობას გაიზიარებენ, ცხადია, ეს ცუდი არ იქნება, მათთვის პირველ რიგში. თორემ ჩვენს გუნდს ხალხთან ერთად აქვს რესურსი, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოოს ევროპას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner