logo_geo
eng_logo
დავით ქათველიშვილი გოგი ხოშტარიას: ჟურნალისტი თავაზიანად გიკავშირდებათ, ხელოვნებისა და დიპლომატიის ღვაწლმოსილ მუშაკს - ეს სტილი, ტონი, რიტორიკა საიდან?
- +

6 ივლისი. 2022. 19:01

 

 

„ამ „იმედს“ კიდევ თქვენი გინება სჭირდება? გადაუარეთ, გათელეთ, დაანგრიეთ, მფლობელი სიცოცხლეს გამოასალმეთ, ერთი საბოდიშო, თუ მხარდამჭერი სიტყვა არ გვსმენია ამ ტელევიზიის მისამართით თქვენი მხრიდან იმ ავდებით თავის დროზე“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გოგი ხოშტარიას შეურაცხმყოფელ მიმართვას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტისადმი.

 

„ქვეყნის ყოფილი პირველი დიპლომატი, რუსეთის დიპლომატიური (და არა მხოლოდ) სკოლის კურსდამთავრებულის მამა, მოსკოვისა და პეტერბურგის წამყვანი თეატრების საპატიო „სტიპენდიატი“, გევურქ გევურქოვისა არ იყოს - სახლის კი არა, სახლების პატრონი... უბრალოდ მაგრად ტეხავს. ჟურნალისტი გოგონა თავაზიანად გიკავშირდებათ, ხელოვნებისა და დიპლომატიის ღვაწლმოსილ მუშაკს - ეს სტილი, ტონი, რიტორიკა საიდან? არც სახლში გივარდებათ, არც ქუჩაშია ვინმე ჩასაფრებული - როგორც ეს თქვენი ბანაკის ჟჟჟურნალისტებს სჩვევიათ. ამ „იმედს“  კიდევ თქვენი გინება სჭირდება? გადაუარეთ, გათელეთ, დაანგრიეთ, მფლობელი სიცოცხლეს გამოასალმეთ, ერთი საბოდიშო, თუ მხარდამჭერი სიტყვა არ გვსმენია ამ ტელევიზიის მისამართით თქვენი მხრიდან იმ ავდებით თავის დროზე. თქვენთან - თქვენივე აღიარებულ თემებთან აქვთ შეკითხვები და ასეთი აგრესია. ჩვენ რომ ცილისწამებით, სიცრუით, შეურაცხყოფით დაგვდევენ - ცემა დავუწყოთ?“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner