logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: დღეს ანტიგმირების სიას გოგი ხოშტარიაც შეემატა, მისი ქცევა და დამოკიდებულება გახდა დასტური იმისა, რომ მიღებული განათლება, მოპოვებული რეგალია არ განსაზღვრავს კაცის ღირსებას
- +

6 ივლისი. 2022. 19:26

 

 

„ჟურნალისტიკა ხელს უწყობს საზოგადოების მიზნების, გმირების და ანტიგმირების იდენტიფიცირებას“. დიახ, დღეს, ანტიგმირების სიას გოგი ხოშტარიაც შეემატა”, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი გოგი ხოშტარიას შეურაცხმყოფელ მიმართვას ტელეკომპანია იმედის მისამართით.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, მიღებული განათლება, მოპოვებული რეგალია არ განსაზღვრავს ადამიანის ღირსებას.

 

„ჟურნალისტიკა ხელს უწყობს საზოგადოების მიზნების, გმირების და ანტიგმირების იდენტიფიცირებას“. დიახ, დღეს ანტიგმირების სიას გოგი ხოშტარიაც შეემატა. მისი ქცევა და დამოკიდებულება გახდა დასტური იმისა, რომ მიღებული განათლება, მოპოვებული რეგალია არ განსაზღვრავს ადამიანის/ კაცის ღირსებას. მინაწერი - სახალხო დამცველი ითხოვდა სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ ყველა შემთხვევის, იქნება ეს ჟურნალისტებზე ძალადობის, მათი შანტაჟის, შეურაცხყოფისა თუ საქმიანობაში ხელის შეშლის, სწრაფი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაო და ეს ჩანაწერი აჩვენეთ რა მაინტერესებს რას ფიქრობს?!“ - წერს მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner