უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს კიევში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
„კეთილი იყოს ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინის უკრაინაში ჩამოსვლა! მადლიერი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში ირლანდია ჩვენს გვერდით დგას“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ გვერდზე.
მედიის ცნობით, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მისი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ქალაქები: ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი მოინახულა.