logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს შეხვდა
- +

6 ივლისი. 2022. 20:03

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს კიევში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

 

„კეთილი იყოს ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინის უკრაინაში ჩამოსვლა! მადლიერი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში ირლანდია ჩვენს გვერდით დგას“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ გვერდზე.

 

მედიის ცნობით, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მისი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ქალაქები: ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი მოინახულა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner