logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება, მაგრამ დრამატულ მატებას არ ველოდებით
- +

6 ივლისი. 2022. 20:15

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების მატება და პიკი შემოდგომაზე შესაძლოა, იყოს.

 

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იმის მოლოდინი არ არის, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დრამატულად გაიზრდება.

 

ცერცვაძის აზრით, ინფიცირების ზომიერი მატება იქნება. ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს.

 

„ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჰყავს ბევრად ნაკლები გარდაცვლილი, ვიდრე ამერიკას, ევროპას, ისრაელს, ავსტრალიას, იაპონიას. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა.

 

პროგნოზი სამწუხაროდ ისეთია შემთხვევების რაოდენობის თვალსაზრისით, რომ  ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა ვართ და მოხსნილია ყველა რეგულაცია. მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს ჩემი ვარაუდით, შემოდგომაზე მიაღწევს. ცუნამსაც არ ველოდებით, არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც  წლის დასაწყისში იყო“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner