logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთისა და ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები გამოყენებული იყოს უკრაინის აღსადგენად
- +

6 ივლისი. 2022. 20:45

 

 

ევროკომისია ამზადებს საკანონმდებლო ბაზას, რათა გაყინული რუსული აქტივები და ბიზნესმენების აქტივები რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის აღდგენისთვის გადაიტანოს. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

მისი აზრით, ამ საკითხის განხილვა სამართლიანობის საქმეა.

 

„ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთის აქტივები და, ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები გამოყენებული იყოს უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

დიპლომატმა ასევე ძალიან წარმატებული უწოდა საერთაშორისო კონფერენციას უკრაინის აღდგენის შესახებ, რომელიც ლუგანოში, შვეიცარიაში გაიმართა, რადგან მან შეძლო მრავალი ინიციატივის გაერთიანება და მათი ფოკუსირება ძირითადი პრინციპების განხორციელებაზე:

 

„რა თქმა უნდა, მართვის სისტემა უნდა არსებობდეს, რომელიც იქნება კომპეტენტური, ანგარიშვალდებული, სანდო ყველა ინიციატივისთვის, რომლებიც მიიღებს დაფინანსებას და აერთიანებს ინვესტიციებს და რეფორმებს უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner