logo_geo
eng_logo
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტში მედეგობის ევრო-ატლანტიკურ ცენტრს ეწვია
- +

6 ივლისი. 2022. 21:02

 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ბუქარესტში მედეგობის ევრო-ატლანიკურ ცენტრს სტუმრობდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, საფრთხეები და გამოწვევები, მათ საპასუხოდ შავი ზღვის რეგიონში მედეგობის გაძლიერების მიზნით შემდგომი ნაბიჯები.

 

ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო ცენტრის ამოცანებს და საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა მედეგობის ევრო-ატლანტიკურ ცენტრს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშნველობას.

 

ირაკლი ბერაიამ ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია.

 

ქართული მხრიდან, შეხვედრაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი  ზურაბ ხუროშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, ეკატერინე დუგლაძე მონაწილეობდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner