logo_geo
eng_logo
უკრაინული მხარე: რუსულმა ჯარებმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 22% დაიკავეს
- +

6 ივლისი. 2022. 23:17

 

 

რუსული ჯარები ახლა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 22%-ს აკონტროლებენ . ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

ukrinform წერს, რომ რუსეთის კონტროლქვეშ არის მინდვრები, სადაც ითესება ზამთრის 28% და საგაზაფხულო კულტურების 18%, საუბარია მათ შორის სიმინდსა და მზესუმზირაზე.

 

ომამდე უკრაინა მსოფლიო ბაზრებზე მზესუმზირის ზეთის მსოფლიო ექსპორტის 46%-ს, ხორბლის 9%-ს, ქერის 17%-ს და სიმინდის 12%-ს უზრუნველყოფდა.

 

უკრაინის სოფლის მეურნეობაში ომის შედეგად მიყენებული ჯამური ზიანი უკვე 4,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner