logo_geo
eng_logo
გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილს ჟენევაში შეხვდა
- +

18 აგვისტო. 2016. 23:10


"ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზურაბ ქადაგიძემ, საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია "პირველ პრესკლუბში" გაავრცელა.


ზურაბ ქადაგიძე ბურჭულაძის პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" აიგივებს.


ქადაგიძის განცხადებით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბურჭულაძე-სააკაშვილის შეხვედრისას მიიღეს.


"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე 4-5 დღის წინ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშილს ჟენევაში შეხვდა. საიდუმლო შეხვედრის ამსახველ დოკუმენტაციას ველოდები ჩემი ევროპელი მეგობრისაგნ, რომელსაც მალე გავასაჯაროებ.

 

შეხვედრის პარალელურად, საქართელოში ბურჭულაძის პარტია დატოვა მისმა წევრებმა და ამავე დროს, დაიგეგმა "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიებთან, "ახალ საქართველოსთან" და "გირჩთან" გაერთიანების შესახებ სამოქმედო გეგმა", - განაცხადა "ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ.


არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლი აცხადებს, რომ ვინაიდან "ნაციონალურ მოძრაობასთან" ღია თანამშრომლობა პოლიტიკურად წამგებიანია, პაატა ბურჭულაძემ ცალკე, ფარულად მოქმედება გადაწყვიტა.


ზურა ქადაგიძე,  "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრებისგან დატოვებას, ბურჭულაძის "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობითა და პარტიის ყოფლი წევრების იმედგაცრუებით ხსნის.


ქაგდაგიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ბურჭულაძეს დამოუკიდებელ, ნეიტრალურ კანდიდატად თვლიდნენ მოტყუებულები აღმოჩნდნენ და პრიოტესტის ნიშნად პარტია დატოვეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner