logo_geo
eng_logo
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მუზეუმებიდან ყველა ძვირფასი ექსპონატი წაიღეს
- +

7 ივლისი. 2022. 12:24

 

 

უკრაინის დროებით ოკუპირებულ საპორტო ქალაქ მარიუპოლის მუზეუმებიდან რუსმა ოკუპანტებმა ყველა ძვირფასი ექსპონატი წაიღეს, - ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო იუწყება.

 

ადგილობრივი მუზეუმები მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული კოლექციების გარეშე დარჩნენ.

 

„მარიუპოლის დაბომბილი მუზეუმებიდან რუსმა ოკუპანტებმა გაიტანეს ყველა ძვირფასი ექსპონატი. ნაცისტები ასე მოქმედებდნენ 75 წელზე მეტი ხნის წინ. მათ ყველაფერი სახლში წაიღეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, რუსეთის აგრესიამ მარიუპოლში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა.

 

დღეს მარიუპოლი ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდების გარეშეა. რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ქალაქში სულ მცირე 22 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 50 000-ზე მეტი კი რუსეთსა და დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაასახლეს.

 

ამჟამად ქალაქში 100 000-ზე მეტი მოსახლე რჩება. მარიუპოლს ეკოლოგიური კატასტროფა და ინფექციური დაავადებების გავრცელება ემუქრება.

 

https://www.ukrinform.ua/rubric-regions/3523687-u-mariupoli-rosijski-zagarbniki-vivezli-usi-cinni-eksponati-z-muzeiv-mista.html

right_banner right_banner
არქივი
right_banner