ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, დღეს სავარაუდოდ თანამდებობიდან გადადგება.
ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, ბორის ჯონსონის ყოფილმა მრჩეველმა, დომინიკ ქამინგსმა განაცხადა, რომ კაბინეტის მდივანი ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის პროცესს უწევს ორგანიზებას.
ამ დროის მონაცემებით, ბორის ჯონსონის ადმინისტრაცია 57 წევრმა დატოვა.
ამასთან, დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმაც აღნიშნა, რომ წყვეტს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას, თუმცა თანამდებობიდან არ გადადგება.