logo_geo
eng_logo
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ბორის ჯონსონი დღეს სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს
- +

7 ივლისი. 2022. 12:26

 

 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, დღეს სავარაუდოდ თანამდებობიდან გადადგება.

 

ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მანამდე, ბორის ჯონსონის ყოფილმა მრჩეველმა, დომინიკ ქამინგსმა განაცხადა, რომ კაბინეტის მდივანი ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის პროცესს უწევს ორგანიზებას.

 

ამ დროის მონაცემებით, ბორის ჯონსონის ადმინისტრაცია 57 წევრმა დატოვა.

 

ამასთან, დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმაც აღნიშნა, რომ წყვეტს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას, თუმცა თანამდებობიდან არ გადადგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner