კუნძულ ზმეინიზე ხელახლა აღმართულ დროშაზე რუსული გემისთვის ახალი გზავნილია დატანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესსამსახური სერგეი ბრატჩუკი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.
მან სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა, სადაც რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაკსიმ მარჩენკო უკრაინის დროშაზე წარწერას აკეთებს.
„გახსოვდეს, რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი - უკრაინაა“, - წერია დროშაზე.
ცნობისთვის, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული კუნძული ზმეინი რუსმა სამხედროებმა დღეს კვლავ დაბომბეს.
დაბომბვის შემდეგ უკრაინის დამცველებმა კუნძულზე დროშა ხელახლა აღმართეს.