logo_geo
eng_logo
ალეპოში დაშავებული ბიჭი...
- +

18 აგვისტო. 2016. 23:13


BBC NEWS სირიის კონფლიქტი: ალეპოში დაშავებული ბიჭის ფოტომ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია


სირიელმა აქტივისტებმა ქალაქ ალეპოში საჰაერო დაბომბვების შედეგად დანგრეული შენობიდან ამოყვანილი პატარა ბიჭის ამაღელვებელი ფოტო გამოაქვეყნეს. სასწრაფო დახმარების მანქანაში მჯდომი უღონო, დასისხლიანებული ბიჭის ვიდეო და ფოტო ფართოდ იქნა გაზიარებული სოციალურ მედიაში და ხალხის მღელვარება და აღშფოთება გამოიწვია.


ექიმის განმარტებით, ის 5 წლის ომრან დექნეშია, რომელიც ოთხშაბათს ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს და თავში მიყენებულ ჭრილობებზე გაეწია სამედიცინო დახმარება. თავდაპირველად არ იყო ცნობილი, თუ რა მოუვიდა ბიჭის ოჯახს. ბრძოლა რუსული საჰაერო დარტყმების მიერ მხადაჭერილ სირიის სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ალეპოში ბოლო კვირების განმავლობაში გამწვავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ბრძოლების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. ოპოზიციის მხარდამჭერ ალეპოს მედია ცენტრში აცხადებენ, რომ ბიჭის სურათები გადაღებულია ალეპოს მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, კატერჯის რაიონში, ოთხშაბათს, საჰაერო დარტყმების შემდეგ, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოყავს ექიმს ბიჭი დანგრეული შენობიდან და შემდეგ სვამს მას სასწრაფო დახმარების მანქანის უკანა ნაწილში.


ბიჭს მტვრით და სისხლით აქვს დაფარული სახე და სხეული. შემდეგ ექიმი ტოვებს მანქანას, ბიჭი მარტოა და წყნარად ზის, თუმცა გაოგნებულია განსაცდელისგან. იგი ხელს ისვამს სახეზე და სისხლს უყურებს, სანამ ხელს მანქანის დასაჯდომზე გაიწმენდს. მოგვიანებით ბიჭს ორი სხვა ბავშვი და საჰაერო თავდასხმისგან დაშავებული მამაკაცი შემოუერთდება. ალეპოელმა ექიმმა, ოსამა აბუ ალ-ეზმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ბიჭი საავადმყოფოში მიიყვანეს. მას თავში ქონდა ჭრილობები მიყენებული, მაგრამ ტვინი არ იყო დაზიანებული.



Daily Telegraph-ის ჟურნალისტმა რალფ სანჩესმაც ასევე თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ წევს საკაცეზე ბიჭი და თავის მარცხენა თვალს ხელს აფარებს. "გადარჩენილი ბავშვის დამწუხრებული, სისხლიანი სახე თითქოს აერთიანებს ალეპოს ტრაგედიას", წერს ადიბ შიშაკი, სირიის ოპოზიციური ეროვნული საბჭოს წევრი.


ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტების და ოპოზიციის აქტივისტები აცხადებენ, რომ სამი ადამიანი დაიღუპა საჰაერო იერიშების შედეგად და იტყობინებიან, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა "ვაკუუმის რაკეტა" გამოიყენეს - აშკარა მინიშნება საჰაერო-საწვავის ასაფეთქებელ საბრძოლო მასალაზე.


 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner