მარტვილის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი სკვერის რეაბილიტაცია. თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის, სასტუმროს და მერიის შენობების ფასადებს, მოწესრიგდა ტროტუარები.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.