logo_geo
eng_logo
მარტვილში პროექტი „განახლებული რეგიონები“ ხორციელდება
- +

7 ივლისი. 2022. 14:51

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

           

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი სკვერის რეაბილიტაცია. თავისუფლების ქუჩაზე  არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში  რეაბილიტაცია ჩაუტარდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის, სასტუმროს და მერიის შენობების ფასადებს, მოწესრიგდა ტროტუარები. 

 

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner