2022 წლის 6 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 703 433 ლარის ფარგლებში ისარგებლა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 1733 მოქალაქემ და 360 დევნილმა ოჯახმა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გამცემი სამუშაო ჯგუფის მიერ, შეჯამდა 2022 წლის 6 თვის განმავლობაში სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებზე გაწეული დახმარების შედეგები.
„მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, საშუალება აქვთ, ისარგებლონ მერიის სოციალური პროგრამის 34 მუხლის დახმარებით, რომლის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს დამატებულია ახალი მუხლი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.
2022 წლის სოციალური პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 1 050 000 ლარის ოდენობით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით დაფინანსება იზრდება წლის ბოლომდე, რათა პროგრამით გათვალისწინებული დახმარება ყველა პაციენტმა მიიღოს.
საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მერიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს გავუწიოთ დახმარება“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ კოპაძემ.