logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია ივანიშვილზე: კაცს შეეძლო, თვითონ და მისი მინიმუმ ათი თაობა ჰყოლოდა ისე, რომ ცხოვრებაში არავისგან საყვედურსაც კი არ მიიღებდა და ისევ, ქართველებისთვის ჩაიგდო საფრთხის წინაშე ცხოვრება და რას იღებს?
- +

7 ივლისი. 2022. 18:34

„არ პატიობენ სიკეთეს, ბოროტების დამარცხებას, არ პატიობენ იმას, რომ დღეს თბილისი არ არის მარიუპოლი, არ პატიობენ მეგის ქარდავების დამარცხებას, არ პატიობენ სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებას, არ პატიობენ უდანაშაულო ხალხის არდაჭერას, არ პატიობენ წამლის არჩადებებს, არ პატიობენ ტერიტორიების რუსებზე არგადაცემას, არ პატიობენ ჩვენი იდენტობის არგაქრობას და ყველაზე მთავარი: არ პატიობენ ხალხის სიყვარულს,“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

 

როგორც ლატარია წერს, კაცმა მთელი ცხოვრება საქართველოს და ქართველის კეთილდღეობას შეწირა და ამისთვის სთხოვენ პასუხს.

 

„არ პატიობენ სიკეთეს, ბოროტების დამარცხებას, არ პატიობენ იმას, რომ დღეს თბილისი არ არის მარიუპოლი, არ პატიობენ მეგის ქარდავების დამარცხებას, არ პატიობენ სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებას, არ პატიობენ უდანაშაულო ხალხის არდაჭერას, არ პატიობენ წამლის არჩადებებს, არ პატიობენ ტერიტორიების რუსებზე არგადაცემას, არ პატიობენ ჩვენი იდენტობის არ გაქრობას და ყველაზე მთავარი: არ პატიობენ ხალხის სიყვარულს. ასეთი რამ არც კი წამიკითხავს არასოდეს, კაცმა მთელი ცხოვრება საქართველოს და ქართველის კეთილდღეობას შეწირა და ამისთვის სთხოვენ პასუხს. არა რა, ბევრჯერ მიფიქრია, მართლა რა ნერვები ჰქონია ბიძინა ივანიშვილს, თორემ მის ადგილას წარმომიდგენია ბევრი როგორ მოიქცეოდა? კაცს შეეძლო თვითონ და მისი მინიმუმ ათი თაობა ჰყოლოდა ისე, რომ ცხოვრებაში არავისგან საყვედურსაც კი არ მიიღებდა და ისევ ჩვენთვის, ისევ ქართველებისთვის ჩაიგდო საფრთხის წინაშე ცხოვრება და რას იღებს? უსამართლო, უარგუმენტო და რაც მთავარია უსაფუძვლო ,,დასჯას". სხვა არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ივანიშვილს გავყევი თავის დროზე დიდ ბრძოლაში და არც ახლა ვაპირებ რამდენიმე ნაძირალას გამო უარი ვთქვა მის დაცვასა თუ უბრალოდ გვერდში დგომაზე, ბოლოს და ბოლოს თავს ვთვლი ვალდებულად რადგან სწორედ ბიძინაა ის კაცი, რომელმაც შეძლო და ისეთი სიბოროტე ჩამოგვაშორა, როგორიც გიულის შვილი და მისი „ბანდა“ გახლდათ. ნერვები მაქვს დაწყვეტას, კაცს ებრძვიან იმის გამო, რომ საქართველო უყვარს!“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner