logo_geo
eng_logo
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ბუქარესტში დაზვერვისა და უსაფრთხოების 22-ე საპარლამენტო ფორუმში იღებენ მონაწილეობას
- +

7 ივლისი. 2022. 19:12

 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ბუქარესტში დაზვერვისა და უსაფრთხოების 22-ე საპარლამენტო ფორუმში იღებს მონაწილეობას.

 

ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები როგორებიცაა: ომი უკრაინაში და გლობალური უსაფრთხოების ცვლილება;  საგარეო ურთიერთობები დღეს და მომავალში; უსაფრთხოების, დაზვერვის და თავდაცვის გამოწვევები; ახალი საფრთხეები; ტრეფიკინგი და ტერორიზმი; ენერგო დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება და სხვა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფორუმის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

 

დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას გარდა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია და  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner