რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა 7 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ოპერატიულ „პაუზას“ იღებს. მისი თქმით, რუსული ჯარების ქვედანაყოფები ახლა „ატარებენ ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების შესავსებად“.
„დანაყოფები, რომლებმაც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს საბრძოლო დავალება შეასრულეს, იღებენ ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების შესავსებად. სამხედროებს საშუალება ეძლევათ დაისვენონ, მიიღონ წერილები და ამანათები სახლიდან“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.