logo_geo
eng_logo
ბელარუსის გენშტაბის უფროსი: პოლონეთის ხელმძღვანელობამ უნდა გაიგოს, რომ პოლონეთის ტერიტორია თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით ხდება თავდასხმის მთავარი სამიზნე კონფლიქტის შემთხვევაში
- +

7 ივლისი. 2022. 22:01

 

 

ბელარუსი „დასავლეთის პროვოკაციების“ შემთხვევაში პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

 

ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, რუსლან კოსიგინმა განაცხადა, რომ ბელორუსის ძალები თავდაპირველად პოლონეთის ინფრასტრუქტურაზე მიიტანენ იერიშს.

 

„პოლონეთის ტერიტორია, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, იქცევა პოლიგონად, სადაც შეერთებული შტატები გეგმავს ევროპაში მორიგი სისხლიანი კონფლიქტის გაჩაღებას რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“, - განაცხადა კოსიგინმა.

 

ბელორუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა სამხედრო წვრთნებზე მიუთითა, ასევე „ინდივიდუალური პოლონელი პოლიტიკოსების მცდელობებზე, წამოიწყონ ე.წ პოლონური სამემკვიდრეო მიწების დაბრუნება, რაც უკრაინისა და ბელორუსის დასავლეთ რეგიონებს გულისხმობს“.

 

„პოლონეთის ხელმძღვანელობამ პირველ რიგში უნდა გაიგოს, რომ პოლონეთის ტერიტორია თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით ხდება თავდასხმის მთავარი სამიზნე კონფლიქტის შემთხვევაში, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, მართვის სისტემის ელემენტები, ეროვნული შეიარაღებული ძალების მუდმივი განლაგების პუნქტები, არსენალები და ბაზები, ასევე მათი ეკონომიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტები“, - აღნიშნა კოსიგინმა.

 

შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილის თქმით, დასავლეთს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ ბელარუსის პასუხი ნებისმიერ შეიარაღებულ პროვოკაციაზე ცალსახად ადეკვატური და მკაცრი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner