„დღეს ყველა ხედავს, რომ ომი ყველაზე მეტად ევროპას აზიანებს, ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება, ხოლო ევროპა იტანჯება - ევროპას ომი კი არა, არამედ მშვიდობა სჭირდება“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
„საჭიროა ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტა და მოლაპარაკებების გამართვა. უნგრეთის პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო: ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ ამ პოზიციას ევროპულ ფორუმებზე. დღეს ყველა ხედავს, რომ ომი ყველაზე მეტად ევროპას აზიანებს, ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება, ხოლო ევროპა იტანჯება. ევროპას ომი კი არა, არამედ მშვიდობა სჭირდება!“ - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთისა და ევროპის საზღვრებთან ომია, რის გამოც ინფლაცია და ენერგორესურსების ფასები მკვეთრად იზრდება, რაც ევროპას ასუსტებს.