logo_geo
eng_logo
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
- +

7 ივლისი. 2022. 23:17

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.

 

მიმდინარეობს სოფელ ჩხაკაურაში, ქვაბღაში, ნაკადულში, სამებაში, შუა ამაღლებაში, დაბლაციხეში, ბუკისციხესა და ზემო ფარცხმაში ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია, ხოლო დაბა ჩოხატაურში მდინარე ორპირას კალაპოტისა და რეკრეაციული ზონის მოწყობა.

 

დასრულდა კოხნარი-საჭამიასერის და ბურნათი-კოხნარის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია. ასევე, სოფელ ქვენობანში მინი სტადიონის და სკვერის მშენებლობა.

 

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner