უკრაინის პრეზიდენტის აპარატი უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, „დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე“.
„არ არსებობს „კოლექტიური დასავლეთის“ გეგმა. სუვერენულ უკრაინაში მხოლოდ სპეციფიკური Z-არმია შევიდა, ქალაქები დაბომბა და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. ყველაფერი დანარჩენი პრიმიტიული პროპაგანდაა. ამიტომ, ბატონი პუტინის სიტყვა „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე“ კიდევ ერთი დასტურია რუსეთის მიზანმიმართული გენოციდის“, - წერს პოდოლიაკი.