„ეს უბედურები!
აი, სად გამოჩნდა ბანი და ყავარი!
ახლა ხომ ყველასთვის გაცხადდა, რომ ესენი სააკაშვილის კუნელები არიან, - რის ბანი, რა გირჩი, რის რკო და კურკანტელი?!"- ასე აფასებს მედიაკავშირი „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი პაატა ბურჭულაძისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას.
„სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩი", "ახალი მემარჯვენეები" და "ახალი საქართველო" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა.