logo_geo
eng_logo
ოზურგეთის სოფლებში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
- +

8 ივლისი. 2022. 10:57

 

„ვასრულებთ კიდევ ერთ დაპირებას, სოფლების - ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დავიწყეთ, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენს თანამოქალაქეებს, 1 400-მდე ოჯახს, სტაბილური წყალმომარაგება ექნება“, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

აღნიშნული პროექტი მოიცავს წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების ახალი ქსელების მოწყობას. მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს წევრთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

სამუშაოებს, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონამდე ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner