„ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე შინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ აბე შინძოზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო იაპონიის გვერდით დგას.
„ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს აბე შინძოზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას!“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.