ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა. აკადემიაში აშშ-ის პარტნიორობით და მხარდაჭერით გადმოცემული აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართა.
კელი დეგნანმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კიბერ-ლაბორატორია, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური ხელსაწყოები, ტაქტიკური მომზადების ოთახი და სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, შსს აკადემიის პერსონალს სიტყვით მიმართა, სადაც ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა ტაქტიკური მომზადების მნიშვნელობასა და სასწავლო პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის ინტეგრირების შესახებ.